ჩვენ შესახებ

შპს ორიენტირი დაარსებულია 1992 წელს, იგი წარმოადგენს კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯს, რომელიც ამზადებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიულ სპეციალისტებს, კურსადამთავრებულები წარმატებით საქმდებიან შეძენილი სპეციალობის შესაბამისად სხვადასხვა დაწესებულებებში და კომპანიებში. კოლეჯ ორიენტირს, როგორც წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი, საქართველოს ლიდერ საწარმოთა 2016 წლის რეიტინგის მიხედვით ითვლება დარგის ლიდერად, კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ჩატარებული ბრენდირების ორგზის ხუთი ვარსკვლავის მფლობელია. აქვს პროფესიული განათლების დარგში დიდი გამოცდილება და წარმატებები.

ორიენტირს გააჩნია საკუთარი კეთილმოწყობილი 1 270,52 კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა, და 1701 კვ. მ. ეზო ტერიტორია. სასწავლო პროცესს ემსახურება ნათელი, სპეციალობების შესაბამისად აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, სამედიცინო კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი თანამედროვე დონეზე დაკომპლექტებული კაბინეტები. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობენ და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ დარგის გამოცდილი პროფესიული მასწავლებლები. საწარმოო პრაქტიკას სტუდენტები გადიან მოწინავე საწარმოებში, კვალიფიციური კადრების მეთვალყურეობით და დახმარებით. სასწავლებელს აქვს სპორტული მოედანი, ავტოსადგომი, შენობის ყველა სართულზე შესაძლებელია მუდმივი ინტერნეტით სარგებლობა, შენობის სათავსოები და მიმდებარე ტერიტორია დაცულია სათვალთვალო კამერით. კოლეჯის საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო, განათლებისა და ბიზნესის სექტორში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის გზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის მაღალ დონეზე რეალიზებული ადამიანური რესურსის მომზადება, რომელიც შეძლებს განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა თანამედროვე სამყაროში.

პრიორიტეტები

SWOT ანალიზზე დაყრდნობით განხორციელდა პრიორიტეტული მიმართულებების დადგენა/განსაზღვრა. კოლეჯის
ხელმძღვანელობამ – მენეჯმენტმა იმსჯელა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
1) რა მიმართულებით უნდა წავიდეს კოლეჯი?
2) რამდენად სურს განავითაროს სუსტი მხარეები?
3) რა მიმართულების განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი?
პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაშ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოლეჯის მისიის, მიზნებისა და ამოცანების
დახვეწა/სრულყოფაში. რომელიც კონკრეტული პერიოდისთვის ქონდა კოლეჯს.

სტრატეგია

კოლეჯის სტრუქტურულმა ერთეულებმა ფინანსურ სამსახურთან ერთად, დეტალურად იქნა დამუშავა სტრატეგიული განვითარების ექვსწლიანი გეგმის ახალი ვერსია, მისი ფინანსური მხარე. კოლეჯის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მუდმივად განახორციელებენ მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კოლეჯის მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შესრულება. გეგმებით დასახული მიზნების მიღწევაზე მონოტორინგის საშუალებით მოხდება დაკვირვების შედეგების მოპოვება/გაანალიზება/ შეფასება, რისი საშუალებითაც შესაძლებელია გეგმიდან „ აცდენის“ დროული აღმოჩენა და მათზე რეაგირება არსებითი პრობლემის დადგომამდე. მონიტორინგი გვეხმარება კოლეჯის პერსონალისთვის, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით უკუკავშირების ეფექტურად წარმართვაში. გეგმის განხორციელების პროცესში გამოვლენილი პრობლემები საჭიროებენ სიღრმისეულ ანალიზს, გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას და მათი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრას.

პარტნიორები