მიზანი – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი კვალიფიციური საფინანსო სერვისების პერსონალის მოამზადება, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის საფინანსო მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის საფინანსო სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმირებას. ასევე, საფინანსო სერვისების პროგრამის დანერგვა-განხორციელების ხელშეწყობა.
დაშვების წინაპირობები
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის – ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კბილის სატექნიკო საქმის კონკურენტუნარიანი კადრები.
დაშვების წინაპირობა -სრული ზოგადი განათლება 6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები დენტალური საქმის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კბილის ტექნიკოსად კბილის სატექნიკო კაბინეტში, კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში.
Ø ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 86.23, 86.9, 86.90, 86.90.0. Ø დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3251
სტრუქტურა და მოდულები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაში „კბილის სატექნიკო საქმე“ სტუდენტმა კვალიფიკაციის მისანიჭებლად უნდა დააგროვოს ჯამურად 85 კრედიტი, რომელთაგან 15 კრედიტი არის ზოგადი მოდულები, 70 კრედიტი არის პროფესიული მოდულები.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა სტუდენტებისთვის, რომლებსაც უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია ,შედაგენს
85 კრედიტს, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა: 16,5 სასწავლო თვე ( 66 კვირა)
საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაციის (სააფთიაქო), მიზანია, ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების– განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას;
დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ ღონისძიების ორგანიზება“ მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს ღონისძიების ორგანიზატორს, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს, კოორდინირებასა და ორგანიზებას უწევს ყველა სახის ღონისძიების მომზადებასა და გამართვას.
6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
ღონისძიების ორგანიზებაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს: ქორწილების ორგანიზატორად, ასევე კონფერენციების და ღონისძიებების ორგანიზატორად სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში, სადღესასწაულო ცენტრებში, ტურისტულ და სხვა კერძო კომპანიებში, კულტურულ და სპორტულ ასოციაციებსა და ფედერაციებში, ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
მიზანი – საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
მიზანი:
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს
უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
პროფესიული მომზადების პროგრამის „სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა“ მიზანია მოამზადოს სადღესასწაულო ღონისძიებების დამგეგმავი, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს, კოორდინირებასა და ორგანიზებას უწევს სადღესასწაულო ღონისძიების მომზადებასა და გამართვას.
გადამზადების პროგრამაზე „ჯანმრთელობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებებში“ , სწავლა შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს ,
რომელსაც მინიჭებული აქვს ექთნის/ზოგადი პროფილის ექიმის/ექიმი
პედიატრის/დიპლომირებული ექიმის კვალიფიკაცია. პროგრამის ხანგრძლივობაა 8
სასწავლო კვირა და მოცულობაა 115 საათი. სწავლება ხორციელდება როგორც
პრაქტიკული, ისე ინტერაქციული მეცადინეობებით, შპს ორიენტირის ბაზაზე არსებულ A
და C სასწავლო გარემოში.
პროგრამა „სალაროს ოერაციების განხორციელება“, განკუთვნილია პირებისათვის,
რომელთაც აქვთ სულ მცირე საბაზო განათლება. პროგრამის ხანგრძლივობაა 9
სასწავლო კვირა, ხოლო მოცულობა 106 საათი. სწავლება ხორციელდება როგორც
ინტერაქციული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებით, შპს ორიენტირის ბაზაზე არსებულ A
და B სასწავლო გარემოში.
პროგრამის მიზნები: პროფესიული მომზადების პროგრამის ,,გერიატრიული ასისტენტი“ მიზანია მსმენელმა შეიძინოს გერიატრიული ასაკის პირის მოვლის საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და უნარჩვევები, რაც ითვალისწინებს: მოვლას დაავადებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ეფექტურ კომუნიკაციას, მოვლისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას, კვებას, ჰიგიენის მოწესრიგებას, ჩაცმა/გახდას, საწოლის გამზადებას, საწოლისა და პირადი თეთრეულის გამოცვლას, დახმარება მოძრაობის დროს; პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვას , მისთვის მოსახერხებელი გარემოს შექმნას, ტრანსპორტირებას, სანიტარულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვას. კურსის დასრულების შემდგომ პირი შეიძლება დასაქმდეს: მომვლელად ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებაში (მოხუცთა თავშესაფარი, სათემო ან საოჯახო ტიპის მომსახურება, დღის ცენტრი).
პროგრამის მიზანია, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, გადაამზადოს პირი, რომელსაც ექნება გარკვეული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შეეძლება ინკლუზიური განათლების ღირებულებების და პრინციპების, სსსმ ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა; დაკვირვების მეთოდის შერჩევა, მონაცემთა შეგროვება და ბავშვის და პროგრამის შეფასება; შეეძლება დამოუკიდებლობისა და ადაპტური ქცევის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება; დღის განრიგის შემუშავება, საგანმანათლებლო გარემოს შეფასება; ასაკობრივი თავისებურებების განსაზღვრა; სოციალურ-ემოციური გარემოს მნიშვნელობის განსაზღვრა, სოციალურ-ემოციური კომპეტენციისა და ჯგუფის ერთობის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება.
პროფესიული გადამზადების პროგრამის “სააღმზრდელო პროცესების ორგანიზება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ხანგრძლივობაა 12 სასწავლო კვირა,
მოცულობა 216 საათი (კვირეული დატვირთვა 15-20სთ), საიდანაც 7 საათი ეთმობა შეფასებას. პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს
მინიმუმ სრული ზოგადი განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სააღმზრდელო პროცესში მონაწილედ მუშაობის მინიმუმ ექვსთვიანი სამუშაო
გამოცდილება. პროგრამა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე (შესაძლებელია დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით). პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ეცოდინება:
განვითარების თეორიების მახასიათებლების განსაზღვრა; ასაკობრივი თავისებურებების განსაზღვრა; კურიკულუმის რაობა, მოდელები და ანალიზი; დღის განრიგის
შემადგენელი კომპონენტების აღწერა;მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და საგანმანათლებლო სტრატეგიების განსაზღვრა; ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს აღწერა და შეფასება; დაკვირვება, მონაცემთა შეგროვება და არაფორმალური შეფასების მეთოდები.