????13 მაისს, კოლეჯ „ორიენტირს“, ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო სივრცეები და ლაბორატორიები. კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების შესახებ.საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობას, მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში მხარდაჭერას, კარიერული განვითარების დაგეგმვის ხელშეწყობასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას