ჩვენ შესახებ

კოლეჯის მისიას წარმოადგენს სამედიცინო, განათლებისა დაბიზნესის სექტორში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის მაღალ დონეზე რეალიზებული ადამიანური რესურსის მომზადება, რომელიც შეძლებს განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა თანამედროვე სამყაროში

პრიორიტეტები

SWOT ანალიზზე დაყრდნობით განხორციელდა პრიორიტეტული მიმართულებების დადგენა/განსაზღვრა. კოლეჯის
ხელმძღვანელობამ – მენეჯმენტმა იმსჯელა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
1) რა მიმართულებით უნდა წავიდეს კოლეჯი?
2) რამდენად სურს განავითაროს სუსტი მხარეები?
3) რა მიმართულების განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი?
პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაშ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოლეჯის მისიის, მიზნებისა და ამოცანების
დახვეწა/სრულყოფაში. რომელიც კონკრეტული პერიოდისთვის ქონდა კოლეჯს.

სტრატეგია

კოლეჯის სტრუქტურულმა ერთეულებმა ფინანსურ სამსახურთან ერთად, დეტალურად იქნა დამუშავა სტრატეგიული განვითარების ექვსწლიანი გეგმის ახალი ვერსია, მისი ფინანსური მხარე. კოლეჯის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მუდმივად განახორციელებენ მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კოლეჯის მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შესრულება. გეგმებით დასახული მიზნების მიღწევაზე მონოტორინგის საშუალებით მოხდება დაკვირვების შედეგების მოპოვება/გაანალიზება/ შეფასება, რისი საშუალებითაც შესაძლებელია გეგმიდან „ აცდენის“ დროული აღმოჩენა და მათზე რეაგირება არსებითი პრობლემის დადგომამდე. მონიტორინგი გვეხმარება კოლეჯის პერსონალისთვის, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით უკუკავშირების ეფექტურად წარმართვაში. გეგმის განხორციელების პროცესში გამოვლენილი პრობლემები საჭიროებენ სიღრმისეულ ანალიზს, გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას და მათი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრას.

პარტნიორები