მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო სივრცეები და ლაბორატორიები.
კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობას, მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში მხარდაჭერას, კარიერული განვითარების დაგეგმვის ხელშეწყობასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას





