სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო და დასქმების დეპარტამენმა განსაკუთრებული თანამშრომლობისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გაწეული ღვაწლისთვის კოლეჯი “ორიენტირი” საუკეთესო პარტნიორის ტიტულით დააჯილდოვა

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო და დასქმების დეპარტამენმა განსაკუთრებული თანამშრომლობისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გაწეული ღვაწლისთვის კოლეჯი “ორიენტირი” საუკეთესო პარტნიორის ტიტულით დააჯილდოვა. მადლობა სააგენტოს და კოლეჯის ყველა თანამშრომელს, პროფესიული განათლების მასწავლებლებს იმ შრომისა და მონდომებისათვის, რასაც ამ პროექტის განხორციელების პროცესში იჩენდნენ და კვლავაც არ დაიშურებენ ძალისხმევას პროექტის წარმატებისთვის. შრომა ყოველთვის ფასდება და შედეგი ვლინდება ამ მომსახურების […]

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით 2019 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო ღონისძიება-კონკურსი

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით 2019 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო ღონისძიება-კონკურსი , სადაც კოლეჯი “ორიენტირი” წარმოდგენილი იყო 2 ნომრით სიმღერა “ახალ წელს” და ცეკვით “რაჭული”.კოლეჯს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის გადაეცა სიგელი და ღონისძიებაში მონაწილეობის სიმბოლო. 

საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის “ანატომია-ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები” შედეგის დადასტურების პროცესი ჯგუფებში

საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის “ანატომია-ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები” შედეგის დადასტურების პროცესი ჯგუფებში.მოდულის განმახორციელებლები პროფესიული განათლების მასწავლებლები ნანა ტალახაძე და მართა კლდიაშვილი.

კოლეჯში “ორიენტირი” პროფორიენტაციის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქ. თბილისის მე -11 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მათ დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო გარემო, მატერიალური რესურსი. გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც კოლეჯი ახორციელებს. მოსწავლეებისთვის კოლეჯში სტუმრობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, გაჩენილ მოტივაციასთან ერთად, სწავლა გააგრძელონ კოლეჯში “აღმოჩენილ” პროგრამებზე და დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებს.

5 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე,პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.შეხვედრაზე დაისვა კითხვები იმ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცააპროფესიული სტუდენტთა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების,ინტეგრირებულიპროგრამების დაფინანსებისა დამომზადება გადამზადების პროგრამების შესახებ მინისტრის მოადგილემ, კერძო კოლეჯის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა მათ […]

კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ “კბილის სატექნიკო საქმის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პარტნიორი სატექნიკო ლაბორატორიის წარმომადგენლები! თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო!!

კოლეჯში “ოროენტირი ” გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელებთან.

შეხვედრაზე განიხილეს მოდულური სწავლების გამოწვევები,მიდგომები,შეფასების ინსტრუმენტების შექმნის და შედეგების დადსტურების პროცესთან დაკავშირებული საკითხვები.