ანალიზური ქიმია

ქიმიკოსის დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ „ორიენტირის“ ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოდულის „ანალიზური ქიმია“ პროფესიული განათლების მასწავლებლის, ქ-ნ მარიამ ჩაფიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიას ესტუმრნენ, სადაც სტუდენტებმა თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ქიმიის ლაბორატორია, მისი შესაძლებლობები და მეცნიერების საინტერესო სამყარო ახლოდან გაიცნეს. სტუდენტებისთვის, ეს დღე იყო ახალი გამოცდილებით, საინტერესო აღმოჩენებით დატვირთული და ემოციური.

კოლეჯ ორიენტირში მომზადების პროგრამა „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ წარმატებით ხორციელდება!

გულ-ფილტვის რეანიმაცია მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა არ არის — ეს სიცოცხლის გადარჩენის უნარია.გადაუდებელ სიტუაციებში სწორად და დროულად განხორციელებული მოქმედება ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს სიცოცხლის გადასარჩენად. მსმენელების მიერ პროგრამის ფარგლებში შეძენილი უნარები – • პრაქტიკა, • სისწრაფე, • პასუხისმგებლობა,გულ-ფილტვის რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარებისას რეალურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს. იმოქმედე სწრაფად. იფიქრე პროფესიონალურად. გადაარჩინე სიცოცხლე. კურსის განმახორციელებელი […]

მომზადების პროგრამამ „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ მსმენელებში დიდი ინტერესი და დადებითი განწყობა გამოიწვია.

სასწავლო პროცესში ჩართული მსმენელები გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და პროგრამით გათვალისწინებული თემების ხარისხიანად ათვისების სურვილით. ისინი ხალისით, ენერგიულად და დიდი მონდომებით ეუფლებიან კურსის ფარგლებში გათვალისწინებულ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას.კოლეჯში შექმნილი სასწავლო გარემო და მატერიაური რესურსი, ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას, აქტიურ ჩართულობას. მსმენელთა ინტერესი და მოტივაცია ნათლად აჩვენებს, რომ პროგრამა მათთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადამიანებს აღმოუჩინონ […]

მომზადების პროგრამის „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ მსმენელები პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში .

პრაქტიკული დავალება:პირველადი დახმარება გულის უეცარი გაჩერების დროს გულ-ფილტვის რეანიმაცია; პირველადი დახმარება უცხო სხეულის ასპირაციის დროს. პროგრამის განმახორციელებელი მაკა ადეიშვილი.

????13 მაისს, კოლეჯ „ორიენტირს“, ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო სივრცეები და ლაბორატორიები. კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების შესახებ.საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობას, მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში მხარდაჭერას, კარიერული განვითარების დაგეგმვის ხელშეწყობასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას

სახვითი და ვიზუალური ხელოვნება პრაქტიკული სამუშაო

აღმზრდელის პროფესილი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის „სახვითი და ვიზუალური ხელოვნება პრაქტიკული სამუშაო“ პრაქტიკული მეცადინეობა.პროგრამის პროფესილი სტუდენტების „პაპე-მაშეს“მეთოდით დამზადებული ულამაზესი ნამუშევარი.პროფესიული განათლების მასწავლებლი ირმა გრიგოლია.

???? 2026 წლის 28 აპრილს, კოლეჯ ორიენტირს სტუმრობდნენ პსპ ფარმა -ს წარმომადგენლები.

შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის, რომლის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირმაციის მიწოდება. პსპ ფარმას-ს წარმომადგენლებმა, ფარმაციის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს, გაუზიარეს პსპ ფარმა -ს ქსელში სიახლეების და დასაქმების შესაძლებლობების, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისა და შრომის ბაზრის შესაბამის სფეროში დასაქმებისთვის.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 11 მაისს და გაგრძელდება 29 მაისის ჩათვლით.

შპს ორიენტირი, 2026 წლის საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: საფინანსო სერვისები – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე: vet.emis.ge ან დაგვიკავშირდით და კოლეჯი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით“, სწავლის პერიოდში შეეძლებათ ისარგებლებლონ „გადავადებით“. მიიღებთ დასაქმებაზე ორიენტირებულ ხარისხიან განათლებას.“გზა წარმატებისკენ იწყება აქ” ისწავლე […]