2025 წლის 8 მაისს შპს ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა GM Pharma-ს სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი-ჟანა მაღლაკელიძე.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. შეხვედრის დროს გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გიორგობას გილოცავთ, შეგეწიოთ წმ. გიორგის ძალა და მადლი!

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
❗️❗️❗️პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.

შპს ორიენტირი, 2025 წლის საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ფარმაცია (სააფთიაქო) – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); საექთნო განათლება – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); კბილის სატექნიკო საქმე- (სახელმწიფოს მხრიდან მეტწილი დაფინანსებით); საფინანსო სერვისები – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 15 სექტემბრს. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ […]
???? ორიენტირის დამფუძნებელს ბატონ ანზორ მაჭარაშვილს, კოლეჯის ადმინისტრაცია ულოცავს დაბადების დღეს! უსურვებს ჯანმრთელობას და წელთა სიმრავლეს!!! ????????
????ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით

ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის“ სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის “ორგანიზებით, 2025 წლის სასწავლო წელს ჩატარდა მასშტაბური სპორტული ფესტივალი სახელწოდებით „პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი 2025 – ჯანსაღი ცხოვრება და თანასწორობა”.ფესტივალში მინი ფეხბურთში მონაწილეობას იღებდნენ შპს ორიენტირის პროფესიული სტუდენტები. აღმოსავლეთ ლიგის 1/4 ფინალური თამაშებს კოლეჯი ორიენტირი გამოეთიშა.ფესტივალი ჩატარდა ექსტრაკურიკულური აქტივობების […]
„პირველადი გადაუდებელი დახმარება“

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო) მოდულის „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ პრაქტიკული მეცადინეობის პროცესი. განმახორციელებელი მაკა ადაეიშვილი.
❗️❗️❗️პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რეგისტრაცია დაიწყება 28 აპრილიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.

შპს ორიენტირი, 2025 წლის საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ფარმაცია (სააფთიაქო) – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); საექთნო განათლება – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); კბილის სატექნიკო საქმე- (სახელმწიფოს მხრიდან მეტწილი დაფინანსებით); საფინანსო სერვისები – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 15 სექტემბრს. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ […]
„საექთნო განათლებ“ 2023 წლის ჩარიცხვის პროფესიული სტუდენტებს

პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის „საექთნო განათლებ“ 2023 წლის ჩარიცხვის პროფესიული სტუდენტებს, კლინიკური სწვალების კოორდინატორმა ქეთევან კავსაძემ, წარუდგინა პრეზენტაცია კლინიკური სწავლების შინაარსის და სპეციფიკის შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განხილეს საორგანიზაციო საკითხები კლინიკებში განაწილებისა და გრაფიკების შესახებ.
“ექვთიმე ღვთისკაცი” წარმოდგენას.

2025 წლის 12 აპრილს, კოლეჯ ორიენტირის სტუდენტები დაესწრნენიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო ჯგუფის- თესაუს დასი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში სტუდენტურ ფესტივალზე , ლიტერატურულ-დრამატულ კომპოზიციის“ექვთიმე ღვთისკაცი” წარმოდგენას.
???????? შპს ორიენტირსა და სსიპ ქალაქ თბილისის N 211 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში N 211 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კოლეჯ ორიენტირში.

კოლეჯში სტუმრობისას მოსწავლეებს კოლეჯის დირექტორმა, ადმინისტრაციის თანამშრომელებმა და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა გაუზიარეს ინფორმაცია პროფესიული განათლების საფეხურის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სპეციფიკის, პროგრამებზე დაშვების წინაპირობების, ხანგრძლივობის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რესგიტრაციის შესახებ.