შპს ორიენტირის კურსდამთავრებულთა და მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელთა საყურადღებოდ

✅ 2022 წლის 12 ივლისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’.✅ ფორუმზე უნდა გამოცხადდეთ 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 29, სასტუმრო ,,ბილტმორი”.დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:? 577784746; 593999131

მიმდინარე წლის 1 ივლისს შედგა შპს ორიენტირის დირექტორის მორიგი შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.

მიმდინარე წლის 1 ივლისს შედგა შპს ორიენტირის დირექტორის მორიგი შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვდრა განხორციელდა zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

მიმდინარე წლის 30 ივნისს, შპს ორიენტირის დირექტორი, ბატონი რამაზ მაჭარაშვილი შეხვდა კოლეჯის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს.

შეხვედრა ჩატარდა zoom-ის პალტფორმით , დისტანციურად. შეხვედრა წარიმართა აზრთა გაზიარების ფორმატში. კოლეჯის დირექტორი დაინტერესდა პროფესიული სტუდენტების შეფასებებით, როგორც სასწავლო პროცესის მიმართ, ასევე მასთან დაკავშირებული საკითხებზე. პროფესიული სტუდენტების მხრიდან დაფიქსირდა მადლიერების გამომხატველი შეფასებები და დასმულ საკითხეზეც მიეცათ შესაბამისი განმარტებები! შეხვედრამ შინაარსიანად და ნაყოფირად ჩაიარა!

21-23 ივნისს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა

?➡️კონფერენციის მიზანი იყო საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის გაცნობა, ამ პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა და სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება? კონფერენციის ფარგლებში, მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა, მონაწილეებმა რეფორმის ეტაპზე მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს, სამომავლო ნაბიჯები განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გააზიარეს, სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პროფესიული საგანმანათლებლო […]