მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

გაიარე შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი კურსი და დასაქმდი.სალაროს ოპერაციების განხორციელება;ჯანმრთელობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია, მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. მისამართი: თბილისი: მიხეილ ასათიანის ქ. 9; აღმაშენებლის გამზირი 140ა; მოსკოვის გამზირი 25;სარაჯიშვილის გამზირი 1. მოკლევადიანი პროფესიული სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან!

„საფინანოს სერვისები“ აპლიკანტებთან

კოლეჯ ორიენტირში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „საფინანოს სერვისები“ აპლიკანტებთან, ჩატარდა შერჩევის პროცესი მოტივაციური გასაუბრების მეთოდით.პროცესი მშვიდ გარემოში, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად და შეფერხების გარეშე წარიმართა.

შპს ორიენტირსა და სსიპ ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N 113 საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

შპს ორიენტირსა და სსიპ ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N 113 საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში: ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას პროფესიული განათლების საკითხებში; მოაწყობენ მასტერკლასებს სხვადასხვა პროფესიების მიხედვით; ჩაატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა აქტიურ საკითხებთან დაკავშირებით; ერთობლივი ძალისხმევით ორგანიზებას გაუწევენ […]

შპს ორიენტირსა და სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში

შპს ორიენტირსა და სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის დირექტორის, ქალბატონ ლელა ტაბაროკიშვილის მიწვევით, კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქ.ნი ნონა ფანჯიკიძე იმყოფებოდა სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლაში, სადაც შეხვდა სკოლის მე-9-ე კლასის მოსწავლეთა მშობლებს.ქალბატონმა ნონამ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს კოლეჯისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკისა და მახასიათებლების შესახებ. უნდა […]

ომპიუტერული და ციფრული უნარ-ჩვევების გასაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგი

შპს ორიენტირში პროფესიული განათლების მასწავლებლების კომპიუტერული და ციფრული უნარ-ჩვევების გასაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგი, რომელი ფასილიტატორი იყო ირაკლი კუპტაძე. აღნიშნული ტრენინგი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ბიბლიოთეკით სარეგლობის და ელექტრონული კატალოგის გამოყენების წესი.

შპს ორიენტირის ბიბლიოთეკის და სამკითხველო დარბაზის მენეჯერი მაია ჯიმშელეიშილი შეხვდა პროფესიულ სტუდენტებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ გააცნო ბიბლიოთეკით სარეგლობის და ელექტრონული კატალოგის გამოყენების წესი.

მთლიანი მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთესის დამზადება

კბილის სატექნიკო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის „მთლიანი მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთესის დამზადება“ პრაქტიკული მეცადინეობის პროცესი. მოდულის განმახორციელებელი, პროგრამის ხელმძღვანელი თამარ შალამბერიძე.

კბილის ძერწვა მოდელირება

კბილის სატექნიკო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის „კბილის ძერწვა მოდელირება“ პრაქტიკული მეცადინეობის პროცესი. მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი შოთა ბოკუჩავა.