კოლეჯ „ორიენტირის“ კბილის სატექნიკო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მოდულის — „ცირკონოკერამიკა“ — პრაქტიკულ კომპონენტს პრაქტიკის ობიექტზე ახორციელებენ.
პრაქტიკული მეცადინეობის თემაა ცირკონის კონსტრუქციის ფაიფურის მასებით ფორმირება — პროცესი, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, ტექნიკურ ოსტატობასა და პროფესიულ ცოდნას.
პრაქტიკულ გარემოში მიღებული გამოცდილება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმაონ პროფესიული კომპეტენციები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და მოემზადონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.





