????კოლეჯ „ორიენტირის“ დირექტორმა, რამაზ მაჭარაშვილმა, პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. დირექტორი პროფესიულ სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, სტუდენტების საჭიროებებსა და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა.

???? შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედრას როგორც პირადად, ისე ონლაინ ფორმატში დასწრებოდნენ.ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. ასევე, სტუდენტებმა საკუთარი და საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს.