???? კოლეჯ „ორიენტირში“ ახალი სასწავლო წელი განახლდა! ✨

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კბილის სატექნიკო საქმე“ 508-ე ჯგუფის პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების მიღების პროცესს აგრძელებენ და პრაქტიკულად ეუფლებიან არჩეულ პროფესიას.
????‍????????‍???????? ამ ეტაპზე სტუდენტები მუშაობენ მოდულზე — „მარტივი ბიუგელისებრი პროთეზის დამზადება“, რომლის ფარგლებში პრაქტიკულად ახორციელებენ ბიუგელისებრი პროთეზის ლითონის კონსტრუქციის ცვილით მოდელირებას.
???? პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ აუცილებელ ტექნოლოგიურ პროცესებს, განივითარონ სიზუსტე, ყურადღება, ტექნიკური უნარები და პროფესიული პასუხისმგებლობა.
???? კოლეჯ „ორიენტირში“ პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა — ცოდნას, რომელიც სტუდენტს პროფესიულ გარემოში საქმიანობისთვის ამზადებს.
????????‍???? მოდულის განმახორციელებელი — თამარ შალამბერიძე.