აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული ვლინდება გამოკითხულთა მიერ მიცემული ხმების დათვლის შედეგად. წელსაც ელექტრონული გამოკითხვის საშუალებით გამოიკითხა კოლეჯის ყველა პროგრამის პროფესიული სტუდენტი. გამოკითხვის შედეგების დათვლის პროცესი სრულად გამჭვირვალე იყო.
![]()
ნომინაციაში „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“ დასახელდნენ აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესიული განათლების მასწავლებელი ქეთევან ბერიანიძე; საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი ლაშა გაბისონია და მასაჟის თერაპიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი მარინე აფციაური.
კოლეჯის დირექტორის რამაზ მაჭარაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „კოლეჯის დამსახურებისა და ერთგული ღვაწლისთვის “ საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი ბატონი გურამ გიორგაძე და ზოგადი მოდულების პროფესიული განათლების მასწავლებლები ქალბატონები მაია გიორგაძე და ლელა დეკანოიძე.
![]()
![]()
კოლეჯის დირექტორის მიერ ჯილდო ეფექტიანი ხელმძღვანელობისა და კოლეჯ ორიენტირის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წლილისთვის დაჯილდოვდა კოლეჯის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ჯებაშვილი.









