2026 წლის 02-06 მარტს, პროფესიული მომზადებისა და უნარებისა განვითარების ცენტრის მიერ, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტერნინგი თემაზე: „სწავლა, სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში“.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ ორიენტირის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
როგორ დაგეგმო სასწავლო პროცესი თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით;
სწავლაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები;
როგორ დაგეგმო და წარმართო შეფასების პროცესი.
ტრენინგის ფარგლებში გაზიარებული იყო პრაქტიკული გამოცდილება და ასევე, განხილული იყო რეალური მაგალითები; ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის, საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე ახალი ხედვის ჩამოყალიბებას.
ტრენერი: ნინო თამაზაშვილი – განათლების მეცნიერებების მაგისტრი;მასტერ ტრენერი; პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი.