აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე,პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრაზე დაისვა კითხვები იმ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა
პროფესიული სტუდენტთა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების,ინტეგრირებული
პროგრამების დაფინანსებისა და
მომზადება გადამზადების პროგრამების შესახებ
მინისტრის მოადგილემ, კერძო კოლეჯის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.