???? 25 სექტემბერი ფარმაცევტის საერთაშორისო დღეა!
კოლეჯი „ორიენტირი“ გულითადად ულოცავს ფარმაცევტის დღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფარმაცია (სააფთიაქო)“ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ყველა ფარმაცევტს! გისურვებთ წარმატებას პროფესიულ გზაზე, ცოდნისა და გამოცდილების მუდმივ ზრდას და შესაძლებლობას, თქვენი შრომითა და პროფესიონალიზმით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროთ. გილოცავთ ფარმაცევტის საერთაშორისო დღეს!
???? კოლეჯის დირექტორი რამაზ მაჭარაშვილი შეხვედა პროფესიული განათლების მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
???? კოლეჯ „ორიენტირში“ ახალი სასწავლო წელი განახლდა! ✨
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კბილის სატექნიკო საქმე“ 508-ე ჯგუფის პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების მიღების პროცესს აგრძელებენ და პრაქტიკულად ეუფლებიან არჩეულ პროფესიას. ამ ეტაპზე სტუდენტები მუშაობენ მოდულზე — „მარტივი ბიუგელისებრი პროთეზის დამზადება“, რომლის ფარგლებში პრაქტიკულად ახორციელებენ ბიუგელისებრი პროთეზის ლითონის კონსტრუქციის ცვილით მოდელირებას. პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ აუცილებელ ტექნოლოგიურ პროცესებს, განივითარონ სიზუსტე, ყურადღება, ტექნიკური უნარები და […]