2026 წლის 12 ივნისს, ფარმაციის ( სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქართულ ფარმაცევტულ საწარმოში „ავერსი-რაციონალი“.
ვიზიტის განმავლობაში სტუდენტებმა დაათვალიერეს ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც გაეცნენ მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და კეთილხარისხოვნების შემოწმების მიმდინარე პროცესებს. ასევე, საწარმოო განყოფილებაში უშუალოდ დააკვირდნენ პროდუქციის დაფასოებისა და შეფუთვის პროცესს, კერძოდ, პრეპარატ „კორსიზის“ დაფასოება-შეფუთვას.
მომავალი ფარმაცევტებისთვის აღნიშნული ვიზიტი განსაკუთრებულად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან მათ რეალურ სამუშაო გარემოში იხილეს ფარმაცევტული წარმოების მნიშვნელოვანი ეტაპები, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს.![]()




