2025 წლის 25 ივნისს, კოლეჯში, დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდობა გვესტუმრა.

? შეხვედრისას ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული განათლების სპეციფიკის, ჩარიცხვის პროცედურების, კოლეჯის მიერ განხორციელებული პროგრამების და სწავლების პროცესის შესახებ.
? ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კოლეჯში არსებული თანამედროვე სასწავლო სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია პროგრამების შესაბამისი მატერიალური რესურსით და უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.
? შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ყველა დასმული კითხვა პასუხგაცემული.
? მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფორიენტაციას და ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებში, პროფესიის არჩევისას.