2025 წლის 25 ივნისს, კოლეჯში, დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდობა გვესტუმრა.

🔰 შეხვედრისას ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული განათლების სპეციფიკის, ჩარიცხვის პროცედურების, კოლეჯის მიერ განხორციელებული პროგრამების და სწავლების პროცესის შესახებ.
🔰 ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კოლეჯში არსებული თანამედროვე სასწავლო სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია პროგრამების შესაბამისი მატერიალური რესურსით და უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.
🔰 შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ყველა დასმული კითხვა პასუხგაცემული.
🔰 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფორიენტაციას და ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებში, პროფესიის არჩევისას.