შპს ორიენტირი აცხადებს კონკურსს
შპს ორიენტირი აცხადებს კონკურსს ვებ გვერდის დიზაინერის ვაკანტურ ადგილზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვროს 2023 წლის 08 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინიმუმ პროფესიული განათლება; კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა/დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) CV.