2022 წლის 29 დეკემბერს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა “პროფესიული განათლების ჯილდო 2022”-ის საახალწლო ღონისძიება.

✅ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს ორიენტირის დირექტორი ბატონი რამაზ მაჭარაშვილი და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სამსახურის უფროსი ქალბატონი ნონა ფანჯიკიძე.
✅ ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
✅ჯილდოზე „პროფესიულ განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ კოლეჯს წარდგენილი ჰყავდა ნონა ფანჯიკიძე.
კოლეჯის ადმინისტრაცია და პროფესიული განათლების მასწავლებლები ვულოცავთ ქალბატონ ნონას დამსახურებულ ჯილდოს!