2022 წლის 20 მაისს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ორიენტირმა მოიპოვა ავტორიზაცია 6 წლის ვადით, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

✅ “საფინანსო სერვისები”,
✅ “ღონისძიების ორგანიზება”,
✅ ფარმაცის(სააფთიაქო)”,
✅ “საექთნო განათლება”,
✅ “აღმზრდელი”,
✅ “კბილის სატექნიკო საქმე”.
შპს ორიენტირი იყო პირველი კოლეჯი, რომელმაც ავტორიზაციის ახალი, ხუთი სტანდარტის შესაბამისად გაიარა ავტორიზაცია.
შპს ორიენტირის დირექტორი, ბატონი რამაზ მაჭარაშვილი, მადლობას უხდის:
? კოლეჯის პერსონალს,
? პროფესიული განათლების მასწავლებლებს,
? პარტნიორ ორგანიზაციებს, ავტორიზებულ რეჟიმსა და ავტორიზაციისათვის მზადების პერიოდში გაწეული თავდაუზოგავი, დაუღალავი და მხარდამჭერი შრომისათვის.
ასევე, მადლობას უხდის ? ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, კონსტრუქციული და კოლეგიალური თანამშრომლობისათვის, მადლობას უხდის ავტორიზაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებისათვის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროფესიული განათლების ხარისხზე ზრუნვისათვის. :>