საქართველის პროფესიონალური მასაჟის ასოციაცია და მისი დამფუძნებლები რ.მერმანიშვილი, ხ.ურუშაძე და ლ. ავალიანი დიდ მადლობას ვუხდით კოლეჯ „ორიენტირს” საუკეთესო შესაძლებლობისათვის, გვემასპინძლა ცნობილ ექიმ – რეაბილიტოლოგ ალექსანდრე ბ ი ლ კ ე ვ ი ჩ ი ს ა თ ვ ი ს, (ისრაელი), რომელიც წარსდგა ქართველი პროფესიონალების წინაშე ძალზედ საინტერესო და საჭირო თემით :
“მხრის სახსრის იმპინჯმენტი- ისრაელის მიდგომა.
“
განხილული იქნა:
როგორ ვიმუშაოთ სწორად მხრის სახსართან
სამკურნალო და სპორტული მასაჟის ეფექტური ტექნიკები
სამკურნალო ვარჯიშები მხრის პრობლემებისას
თანამედროვე მეთოდები მხრის მკურნალობასა და ტეიპირებაში
ნაჩვენები იქნა ტექნიკები:
ღრმა ქსოვილების მასაჟი
ფასციური მობილიზაციები
პრეს-როლინგ მასაჟი
სამკურნალო ვარჯიშები
ტეიპირება
რამოდენიმე დღეში ველოდებით შემდეგ სემინარს :
„ზურგის ტკივილის მართვის თანამედროვე მეთოდიკები” – ისრაელის ხედვა
უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი სპეციალისტები![]()
მადლობა კიდევ ერთხელ კოლეჯ “ორიენტირს”!
ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს ჩვენი ასოციაცია კოლეჯ “ორიენტირთან” ერთად !

