საგანმანათლებლო გარემოს მოდულის ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს ემოციების ყუთი და კალენდარი— რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალურ-ემოციურ და შემეცნებით განვითარებას.ემოციების ყუთი ეხმარება ბავშვებს საკუთარი გრძნობების ამოცნობასა და გამოხატვაში, ხოლო კალენდართან ყოველდღიური მუშაობა ავითარებს დროის აღქმას, გარემოზე დაკვირვებას, მეტყველებასა და დამოუკიდებლობას.საგანმანათლებლო გარემო მხოლოდ ლამაზად მოწყობილი სივრცე არ არის — ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას, ემოციურ კეთილდღეობასა და უსაფრთხო, ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებას.მოდულის განმახორციელებელი ინა ფურცხვანიძე.




