პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, დარგობრივი და უცხო ენის მოდულების განმახორციელებელი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 21-22-23 აგვისტოს ჩატარადა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა მასწავლებლებისათვის სწავლების მეთოდოლოგიის, შედეგებზე ორიენტირებულად სწავლა – სწავლების დაგეგმვისა და განვითარების პრინციპების, სტუდენტების შეფასების მექანიზმების და პედაგოგიური პრაქტიკის განვითარების საკითხებს.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ ორიენტირის , პროფესიული საგანმნათლებლო პროგრამის „მასაჟის თერაპია“ ხელმძღვანელმა და პროფესიული განათლების მასწავლებელმა, ეკა ქალიაშვილმა.
მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვისათვის.
ეს არის შესაძლებლობა, განაახლონ ცოდნა, განივითარონ პრატიკული და პედაგოგიური უნარები, დაეუფლონ თანამედროვე სწავლების მეთოდებს და უფრო ეფექტურად და შედეგიანად მოამზადონ სტუდენტები პროფესიაში დასაქმებისთვის!!!