კოლეჯ ორიენტირში 2023 წლდან ტრადიციად იქცა, ყოველ წელს პროფესიული სტუდენტების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდეს „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“.
აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული ვლინდება გამოკითხულთა მიერ მიცემული ხმების დათვლის შედეგად. წელსაც ელექტრონული გამოკითხვის საშუალებით გამოიკითხა კოლეჯის ყველა პროგრამის პროფესიული სტუდენტი. გამოკითხვის შედეგების დათვლის პროცესი სრულად გამჭვირვალე იყო.
ნომინაციაში „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“ დასახელდნენ აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი; საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი ბორის ოსიპიანი და ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი ლალი კალატოზიშვილი.
კოლეჯის დირექტორის რამაზ მაჭარაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „დამსახურებული პროფესიული განათლების მასწავლებელი“ ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი ქეთევან ბუხნიკაშვილი და აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და ზოგადი მოდულების პროფესიული განათლების მასწავლებელი ციური ცერცვაძე.
კოლეჯის დირექტორის მიერ დაჯილდოვდნენ და „მადლობის სიგელი“ გადაეცათ ადმინისტრაციის თანამშრომლებს ივანე ბალახაშვილს, ნონა ფანჯიკიძეს და იზა კუპატაძეს, როგორც სანდო და ერთგული პროფესიონალები.