2025 წლის 8 მაისს შპს ორიენტირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა GM Pharma-ს სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი-ჟანა მაღლაკელიძე.

???? GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
✅ შეხვედრის დროს გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.