? შპს ორიენტირში, 2022 წლის 7 მარტს, zoom-ის პლატფორმით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე, ოჯახური ძალადობა-ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა ინტერესების დაცვა; ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტერესების დაცვა; ოჯახური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცთა ინტერესების დაცვა.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
✅ირმა ბრელიძე-საქართველოს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების სერტიფიცირებული იურისტი; ნაფიცმსაჯულთა იმიტირებული პროცესის სერტიფიცირებული ადვოკატი; შპს „ევროპის აკადემიური ცენტრის“მოწვეული ტრენერი; მიწვეული დელეგატი ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში ბრიუსელში,ჰააგაში, სტრასბურგში, პარიზში, რომში.ტურინში, ბარსელონაში, გერმანიასა და ისრაელში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ადვოკატთა ევროპული პალატის თავმჯდომარე.
✅ ინგა ნებიერიძე – საერთაშორისო ორგანიზაცია „ ევროპის იურისტ ქალთა ასოციაციის“ (EWLA-ბელგია) წევრი, ადვოკატთა საერთაშორისო კავშირის МС(С)А. წევრი; იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) -ს წევრი; ევროპის მენტორინგის და ქოუჩინგის საბჭოს (EMCC)-ს წევრი; ევროპის ტრანზაქციული ანალიზის ასოციაციის (EATA)-ს წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის “HWPL- მსოფლიო ომის გარეშე“ (UN DPI) მშვიდობის ელჩი (Peace Ambassador);
✅ მაია თურქია-სამართლის დოქტორი; ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, სამოქალაქო სპეციალიზაციით; „ადვოკატთა ევროპული პალატის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; 1997-2017 წლებში სხავადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ლექცია-სემინარებს, ასისტენტ-პროფესორის სტატუსით.