შპს ორიენტირში, შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თემურ რაზმაძის მიერ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხო მუშაობის და წესების დაცვის, უსაფრთხოების ნიშნებთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან მუშაობის შესახებ.
ასევე, პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ შრომის უსაფრთხოების პირველადი ინსტრუქტაჟი და განემარტათ ცეცხლმაქრის გამოყენების წესები.