შპს ორიენტირსა და სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის დირექტორის, ქალბატონ ლელა ტაბაროკიშვილის მიწვევით, კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქ.ნი ნონა ფანჯიკიძე იმყოფებოდა სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლაში, სადაც შეხვდა სკოლის მე-9-ე კლასის მოსწავლეთა მშობლებს.ქალბატონმა ნონამ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს კოლეჯისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკისა და მახასიათებლების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ინტერქციული იყო და მშობლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა.