შპს ორიენტირი უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს!

❗️ შპს ორიენტირი უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს!
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
✅ სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
✅ დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.
2006 წლის 21 მარტს, პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს ❗️❗️❗️