შპს ორიენტირის აპლიკანტების საყურადღებოდ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხართ რეგისტრირებულები.
გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.
გიზიარებთ საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალურ ინსტრუქციას:
ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს (რომელიც sms სახით მიიღეთ) და შედიხართ პირად სივრცეში . „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.
საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებით.