შპს კოლეჯ „ორიენტირის“ მიერ, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან – CELA “ პარტნიორობით შექმნილი პროექტი „ევროპის მეგზური“ შესაბამისი კომისიის მიერ მოწონებული იქნა და დაფინანსდა.

????„ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შპს კოლეჯ „ორიენტირის“ მიერ, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან – CELA “ პარტნიორობით შექმნილი პროექტი „ევროპის მეგზური“ შესაბამისი კომისიის მიერ მოწონებული იქნა და დაფინანსდა.
???????? პროექტი მიზნად ისახავს, პროფესიულ სტუდენტებს გააცნოს ევროპა, როგორც შესაძლებლობათა არეალი, მისი გამოყენებისა და ათვისების სტრატეგიები და რაც მთავარია, ჩართოს ისინი ამ ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროცესში.პროექტის განხორციელებისას, ტრენინგების სესიებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
???? შრომის ბაზარი და პროფესიული განათლება, ევროპული პროფესიულ საგანათლებლო სისტემა,
???? ევროპა და ევროპული იდენტობა, მითები და რეალობა
???? ასოცირების ხელშეკრულება და მისი შესაძლებლობები
???? მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა, ევროპული პერსპექტივა
???? ევროპარლამენტი, ევროკავშირის პოლიტიკა და ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირება
???? ადამიანის უფლებები, შრომის კანონმდებლობა და მისი იმპლემენტაცია საქართველოში
???? გენდერული თანასწორობა: ქართული და ევროპული გამოწვევები
???? შრომის ბაზარი და პროფესიული განათლება, ევროპული პროფესიულ საგანათლებლო სისტემა,
???? ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები Erasmus + პროფესიული სტუდენტებითვის და ახალგაზრდების ხელშემწყობ სხვა ინიციატივები
???? ევროპული კარიერული ზრდის მოდელი
???? სამოქალაქო ჩართულობის პროექტი და მისი დაგეგმვა.
???? პროექტში მონაწილეობის მისაღებად, წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, მოტივაციური გასაუბრების გზით, გენდერული თანასწორობის კომპონენტის გათვალისწინებით, შეირჩევა კოლეჯის ,,ორიენტირი“ 25 პროფესიული სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება კოლეჯის ყველა პროფესიული სტუდენტისთვის.