ფარგლებში, 2025 წლის 22, 24 იანვარს თბილისის 31-ე და 36- ე საჯარო სკოლებში “ორიენტირის” ადმინისტრაციამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მე 9-12-ე კლასის
მოსწავლეები , მათი პედაგოგები. ზოგადი ინფორმაციის გარდა, შეხვედრა ითვალისწინებდა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და ამ მიზნით შეხვედრის განხორციელებაში ჩართული იყვნენ კოლეჯის წარმატებული, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ქეთევან მესხიშვილი, რუსა ამირაზაშვილი, რომელბმაც მოსწავლეებს გაუზიარეს თეორიული თუ პრაქტიკული მეცადინეობისას მიღებული გამოცდილება . მოსწავლეების მხრიდანაც, საინტერესო შეკითხვების სახით იგრძნობოდა დაინტერესება. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა დასაქმების მხრივ პროფესიული განათლების უპირატესობას, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია
ღია კარის დღესთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება კოლეჯი “ორიენტირის” და სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2025 წლის აპრილში.