საერთო ხედვა, ერთიანი სტანდარტები, უწყვეტი განვითარება!

2025 წლის 21-22 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ წევრი კოლეჯებისთვის გასვლითი სამუშაო შეხვედრა (ვორქშოპი) გამართა, სადაც აქტიურად იმსჯელეს და შეჯერდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
✅ კურსდამთავრებულთა კითხვარების შეჯერება და ერთიანი კითხვარის შემუშავება;
✅ შუალედური შეფასების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ერთიან პრინციპებზე შეჯერება;
✅ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით რეგულაციის შემუშავება;
✅ პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების პროცედურებისა და შესაბამისი ფორმების განხილვა.შეხვედრაზე აქტიური დისკუსიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შედეგად შემუშავდა საერთო რეკომენდაციები, რომლებიც წევრი კოლეჯებისთვის სამოქმედო გზამკვლევად იქცევა.ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიების ბოლოს, წევრი კოლეჯებს 2025 წლის წევრობის სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.ჩვენი წევრობა ნიშნავს მუდმივ განვითარებას!