პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ პროფესიული სტუდენტებისთვის, ა/წლის 4 თებერვალს კოლეჯში „ორიენტირი “ ჩატარდა სასწავლო ტრენინგი.
კლინიკური სწავლების პრაქტიკის ხელმძღვანელმა, მადლენა ასანიძემ, პროფესიულ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაციები:
პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია
სისტემის აწყობა
წამლის ამოღება ამპულიდან და ფლაკონიდან შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
სტერილური მაგიდის გაშლა და სტერილური ხელთათმანის სწორად ჩაცმა.
კოლეჯის C სასწავლო გარემოში განხორციელდა პრეზენტაციების შესაბამისი პროცედურული ქმედებების და მანიპულაციების დემონსტრირება, რაც პროფესიულმა სტუდენტებმა, ინდივიდუალურად დამოუკიდებლად შეასრულეს.