პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გახსნა!პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული (VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships) ხელს უწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტომ მემორანდუმი სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან გააფორმა:
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA), თურქეთი
Albanian Skills – ეროვნული ასოციაცია პროფესიული უნარების კონკურსებისთვის, ალბანეთი
ჰუნან სანის პოლიტექნიკური კოლეჯი, ჩინეთი
მემორანდუმებს ხელი მოაწერა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ირინე მარგიშვილმა