ორიენტირში, ა/წ 17 მარტს, სტუმრად იმყოფებოდნენ შპს პსპ-ფარმას წარმომადგენლები.

პსპ ფარმა 2019 წლიდან აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს კოლეჯთან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით. ???? შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის , ფარმაცია(საათიაქო) პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტარციის წარმომადგენლები.
???? სტუმრებმა ისაუბრეს პსპ ფარმას შექმნის ისტორიაზე, კომპანიაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, გააცნეს სიახლე სპეციალურად სტუდენტებზე მორგებულ დასაქმების პირობებზე, განახლებულ სახელფასო ანაზღაურებაზე და საათობრივ გრაფიკებზე.
???? შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტებმა, დასმულ საინტერესო კითხვებზე, ამომწურავი პასუხები მიიღეს. დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სტუდენტებს და გაათამაშეს განსაკუთრებული პრიზები, რამაც ზალიან გაახალისა სტუდენტები.
შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.