მიმდინარე წლის 28 მაისს, კოლეჯ „ორიენტირის“ დირექტორმა რამაზ მაჭარაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ფარმაცია (სააფთიაქო)“ და „მასაჟის თერაპიის“ პროფესიულ სტუდენტებთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო დისციპლინის დაცვის მნიშვნელობასა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.ბატონმა რამაზ მაჭარაშვილმა ასევე ისაუბრა კოლეჯის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და პროფესიულ სტუდენტებს გააცნო დაწესებულების განვითარების სამომავლო გეგმები.
????შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავი განმარტებები და პასუხები მიიღეს.
✨ „სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ჩართულობა კოლეჯის საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის ეფექტიან გაცვლასა და საერთო მიზნების წარმატებით განხორციელებას.“
???? „ყოველი შეხვედრა ახალი იდეების და განვითარების შესაძლებლობაა. კოლეჯი „ორიენტირი“ მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებთან აქტიურ თანამშრომლობასა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.“