კოლეჯში ჩატარდა ორიენტირის წლის პროფესიული განათლების მასწავლებლების დაჯილდოვების ღონისძიება

შპს ორიენტირის დირექტორის, ბატონ რამაზ მაჭარაშვილის ინიციატივით, კოლეჯში ჩატარდა ორიენტირის წლის პროფესიული განათლების მასწავლებლების დაჯილდოვების ღონისძიება, რაც სამომავლოდ ტრადიციად დაინერგება კოლეჯში.
წლის მასწავლებლის გამოვლენის იდეისთვის ხორცშესასხმელად შეიქმნა ელექტრონული კითხვარი. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა წლის 3 პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები:
✅ დარეჯან ბენდელიანი – აღმზრდელის პროგრამის ხელმძღვანელიდა პროფესიული განათლების მასწავლებელი.
✅ მანანა სტურუა – ფარმაციისა (სააფთიაქო) და საექთნო განათლების პროგრამების პროფესიული განაათლების მასწავლებელი.
✅ დეა ზურაბიშვილი – საფინანსო სერვისების პროფესიული განთლების მასწავლებელი.
???? ღონისძიებაზე, ასევე, საპატიო სიგელები და ჯლდოები გადაეცათ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებს!
✅ ბატონი ანზორ მაჭარაშვილს – შპს ორიენტირის დამფუძნებელს და მოამაგეს.
✅ ბატონი რამაზ ბაღდოშვილს – ორიენტირის ფინანსურ მენეჯერს, რომელიც ორიენტირის დაარსების დღიდან ამ დაწესებულების თანამშრომელია.
???? ღონისძიება გახსნა სტუდია „ლურჯა ცხენების“ ანსამბლმა“ ორიენტირის ჰიმნის შესრულებით.
ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულმა სტუდენტებმაც.