კოლეჯი ორიენტირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ ციცინო ხოშტარიას გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ციცინო ხოშტარია 1971-1979 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი იყო;
1979-1994 წლებში უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1994 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
1999 წლიდან საქართველოს ზოოვეტერინალური უნივერსიტეტის დოცენტი.
ქალბატონი ციცინო მაღალკვალიფიკაციური, თავისი დარგის პროფესიონალი იყო.
ორიენტირის დაარსების დღიდან, 1992 წლიდან, გარდაცვლებამდე მუშაობდა ორიენტირში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
ქალატონი ციცინო მუდამ ემახსოვრება ყველას, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, თანამშრომლებსა და მის მიერ აღზრდილ სტუდენტებს.