„ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში

???????????????????????????????? „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, გამარჯვებული პროექტის ,,ევროპის მეგზური“ პირველი სამუშაო დღეს ჩატარებული ტრენინგი/სემინარის მიზანი იყო გაერთიანებული ევროპის იდეისა და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაზრდა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა და იმ ძირითადი შესაძლებლობების გაცნობა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებას ახლავს თან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, უვიზო მიმოსვლასა და ცირკულარული მიგრაციის სქემებზე. გაზიარებული ინფორმაცია მონაწილეებს საშუალებას მისცემთ, რომ სათანადოდ გაიაზრონ არსებული შესაძლებლობები და დაგეგმონ მონაწილეობა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებსა თუ ინიციატივებში.
✅ტრენინგის ფასილიტატორი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ლექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მარიამ ქებურია.