დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა კოლეჯებთან, რომელსაც კოლეჯ ორიენტირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

✅ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე.
✅შეხვედრაზე საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე რაც დგას პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელების წინაშე.
✅შეხვედრის ფარგლებში 45-ზე მეტი პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის დაფინანსებისა და მოთხოვნადი სასწავლო კურსების საკითხები.
✅მხარეებმა დისკუსიისას ხაზი გაუსვეს პროფესიული განათლების მზარდ მნიშვნელობას შრომის ბაზარზე და ახალგაზრდების მეტი ჩართულობის აუცილებლობას.
✅2020 წლიდან დღემდე სააგენტოს მიერ დაფინანსებულ მოკლევადიან კურსებში 11,300-ზე მეტი მსმენელი ჩაერთო, რომელსაც სააგენტომ სასწავლო კურსი სრულად დაუფინანსა.

https://www.facebook.com/worknet.gov.ge/videos/1129872698530473