მომზადების პროგრამის „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ მსმენელები პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში .
პრაქტიკული დავალება:პირველადი დახმარება გულის უეცარი გაჩერების დროს გულ-ფილტვის რეანიმაცია; პირველადი დახმარება უცხო სხეულის ასპირაციის დროს. პროგრამის განმახორციელებელი მაკა ადეიშვილი.
????13 მაისს, კოლეჯ „ორიენტირს“, ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო სივრცეები და ლაბორატორიები. კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების შესახებ.საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობას, მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში მხარდაჭერას, კარიერული განვითარების დაგეგმვის ხელშეწყობასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას
სახვითი და ვიზუალური ხელოვნება პრაქტიკული სამუშაო
აღმზრდელის პროფესილი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის „სახვითი და ვიზუალური ხელოვნება პრაქტიკული სამუშაო“ პრაქტიკული მეცადინეობა.პროგრამის პროფესილი სტუდენტების „პაპე-მაშეს“მეთოდით დამზადებული ულამაზესი ნამუშევარი.პროფესიული განათლების მასწავლებლი ირმა გრიგოლია.
???? 2026 წლის 28 აპრილს, კოლეჯ ორიენტირს სტუმრობდნენ პსპ ფარმა -ს წარმომადგენლები.
შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის, რომლის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირმაციის მიწოდება. პსპ ფარმას-ს წარმომადგენლებმა, ფარმაციის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს, გაუზიარეს პსპ ფარმა -ს ქსელში სიახლეების და დასაქმების შესაძლებლობების, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისა და შრომის ბაზრის შესაბამის სფეროში დასაქმებისთვის.
???? რეგისტრაცია იწყება❗️
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 11 მაისს და გაგრძელდება 29 მაისის ჩათვლით.
შპს ორიენტირი, 2026 წლის საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: საფინანსო სერვისები – (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე: vet.emis.ge ან დაგვიკავშირდით და კოლეჯი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით“, სწავლის პერიოდში შეეძლებათ ისარგებლებლონ „გადავადებით“. მიიღებთ დასაქმებაზე ორიენტირებულ ხარისხიან განათლებას.“გზა წარმატებისკენ იწყება აქ” ისწავლე […]
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 11 მაისს და გაგრძელდება 29 მაისის ჩათვლით.
შპს ორიენტირი, 2026 წლის საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: კბილის სატექნიკო საქმე – (სახელმწიფოს მხრიდან მეტწილი დაფინანსებით); რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე: vet.emis.ge ან დაგვიკავშირდით და კოლეჯი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით“, სწავლის პერიოდში შეეძლებათ ისარგებლებლონ „გადავადებით“. მიიღებთ დასაქმებაზე ორიენტირებულ ხარისხიან განათლებას.“გზა წარმატებისკენ იწყება აქ” ისწავლე […]
კოლეჯი ორიენტირში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ პროფესიული სტუდენტების მიერ, პროგრამის შემადგენელი მოდულის „ბიოქიმია“ სწავლის შედეგების დადასტურების პროცესი, წარმატებით განხორციელდა.პროფესიული განათლების მასწავლებელი მანანა სტურუა. ორიენტირი-სწორი არჩევანი ხარისხიანი განათლებისთვის! შენი წარმატებული მომავლი იწყება აქ!
ადრეული განათლების კურიკულუმები“
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის „ადრეული განათლების კურიკულუმები“ , პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის შედეგის დადასტურება პროფესიული განათლების მასწავლებლის, ლალი წურწუმიას ორიგინალური და საინტერესო მიდგომით. რა შუაშია შოკოლადის ბომბონერი ადრეული და სკოლამდელი განათელების კურიკულუმთან? ეს უკვე იციან ჩემმა სტუდენტებმაადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის ძირითადი კომპონენტებია:#მიზნები და ამოცანები – განსაზღვრავს, რა უნარები და ცოდნა უნდა განუვითარდეს ბავშვს […]
კოლეჯი ორიენტირი დიდი პატივისცემით ულოცავს დამფუძნებელს ბატონ ანზორ მაჭარაშვილს 85 წლის იუბილეს.
კოლეჯი ორიენტირი დიდი პატივისცემით ულოცავს დამფუძნებელს ბატონ ანზორ მაჭარაშვილს 85 წლის იუბილეს. ბატონი ანზორის განვლილი გზა არის შრომის, გონიერების, სიბრძნის და მაღალპროფესიონალიზმის ნათელი მაგალითი. ბატონო ანზორ, გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთლობას, დღეგრძელობას და სიმშვიდეს. თქვენი ღვაწლი კოლეჯის დაარსებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია. თქვენი დაწყებული გზა დღესაც გრძლდება!პატივისცემით, ორიენტირი