აბიტურიენტები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს 2011 წლამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. რეგიონებში მყოფმა აბიტურიენტებმა დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
გაითვალისწინეთ: 2011 წლამდე განათლების მიმღები აბიტურიენტის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ 11 აგვისტოს 18:00 საათამდე არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტის ასლი.
