2026 წლის 10 ივნისს კოლეჯ „ორიენტირში“, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“ დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება, რომელიც აპლიკანტთა შიდა შერჩევის კომისიამ წარმართა.
შერჩევის პროცესის ფარგლებში კომისიის წევრები თითოეულ აპლიკანტს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ და ისინი წინასწარ განსაზღვრული ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე შეაფასეს.
კოლეჯი „ორიენტირი“ წარმატებებს უსურვებს გასაუბრებაში მონაწილე ყველა აპლიკანტს და მადლობას უხდის მათ გამოჩენილი ინტერესისა და ჩართულობისთვის.








