„საკვანძო კომპეტენციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“

????‍????????????????2026 წლის 19-20 თებერვალს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე – „საკვანძო კომპეტენციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“, რომელსაც კოლეჯ „ორიენტირის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საფინანსო სერვისები“ პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესიული განათლების მასწავლებელი, ლაშა გაბისონია ესწრებოდა.
????ვინაიდან აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2026 წლის 6 მაისს ლაშა გაბისონიამ კოლეჯ „ორიენტირის“ პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ვორქშოფი ჩაატარა.
????ვორქშოფის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციების გაძლიერება, საკვანძო კომპეტენციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების სასწავლო პროცესში ეფექტიანი ინტეგრირების ხელშეწყობა, ასევე თანამედროვე, ინოვაციური და ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო პრაქტიკების დანერგვის მხარდაჭერა.