- წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი
- (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- 2 ფოტოსურათი 3×4;
- მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (აპლიკანტს არ მოეთხოვება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ აღნიშნული
განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ).
- 17 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, მეურვის შემთხვევაში კი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №26;
- საბუთების მიღება: ორშაბათი-პარასკევი 11:00–18:00 სთ.
- დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:599275739; 577784746
