პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება!

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება! გაიარე შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი კურსი და დასაქმდი.რეგისტრაცია დაიწყება 27 ნოემბრიდან და გაგრძელდება 15 დეკემბრამდე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იჩქარე, ადგილები შეზღუდულია! ნებისმიერი მსურველისთვის სწავლა უფასოა! გერიატრიული ასისტენტი;სალაროს ოპერაციების განხორციელება;ჯანმრთელობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა;სააღმზრდელო პროცესის […]

შპს კოლეჯ „ორიენტირის“ მიერ, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან – CELA “ პარტნიორობით შექმნილი პროექტი „ევროპის მეგზური“ შესაბამისი კომისიის მიერ მოწონებული იქნა და დაფინანსდა.

„ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შპს კოლეჯ „ორიენტირის“ მიერ, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან – CELA “ პარტნიორობით შექმნილი პროექტი „ევროპის მეგზური“ შესაბამისი კომისიის მიერ მოწონებული იქნა და დაფინანსდა. პროექტი მიზნად ისახავს, პროფესიულ სტუდენტებს გააცნოს ევროპა, როგორც შესაძლებლობათა არეალი, მისი გამოყენებისა და ათვისების სტრატეგიები და რაც […]

შპს ორიენტირში 2023 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა კოლეჯის მისიის გაცნობა ხელმოწერით დაადასტურეს.

შპს ორიენტირში 2023 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა კოლეჯის მისიის გაცნობა ხელმოწერით დაადასტურეს.

შპს ორიენტირში,ომელიც 2023 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სიმბოლური ღონისძიებით აღინიშნა

შპს ორიენტირში, როგორც ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 15 ნოემბერს დაიწყო სასწავლო წელი, რომელიც 2023 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სიმბოლური ღონისძიებით აღინიშნა წარმატებები ყველა პროფესიულ სტუდენტს

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა!

 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს საქართველოში 2009 წლიდან, ხოლო მსოფლიოში 1946 წლიდან აღნიშნავენ. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.  შპს ორიენტირი გილოცავთ ყველა სტუდენტს ამ დღეს! გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, წარმატებებს და პროფესიულ წინსვლას

შპს ორიენტირი აცხადებს კონკურსს

შპს ორიენტირი აცხადებს კონკურსს  ვებ გვერდის დიზაინერის ვაკანტურ ადგილზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვროს 2023 წლის 08 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინიმუმ პროფესიული განათლება; კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა/დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) CV.

მოემზადეთ, რეგიატრაცია მალე დაიწყება!!!

მოემზადეთ, რეგიატრაცია მალე დაიწყება!!! შპს ორიენტირი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული მომზადება/გადამზადების შემდეგ პროგრამებს: სალარო ოპერაციების განხორციელება – პროგრამის ხანგრძლივობა 9 კვირა; დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება. ჯანმრთელობა, ჰიგიენა და უსაფრთხოება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში – პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირა; დაშვების წინაპირობა სამედიცინო განათლება ; გერიატრიული ასისტენტი – პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირა; დაშვების წინაპირობა ზოგადი განათლება […]